გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის ამსახველ გავრცელებულ კადრებში ლაგოდეხის პოლიციის უფროსის გოგა ბუთლიაშვილის სახელი და გვარიც ფიგურირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუთლიაშვილმა თანამდებობა დატოვა, ლაგოდეხის პოლიციაში ინფო9-ის ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გოგა ბუთლიაშვილს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხოლი თავად პოლიციის უფროსი სააგენტოსთან გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ საზოგადოებაში ბევრი ინფორმაციაა გავრცელებული, მაგრამ მას თანამდებობა არ დაუტოვებია.
„საზოგადოებაში ბევრი ინფორმაციაა გავრცელებული. კადრებში მის გამოჩენასთან დაკავშირებით კი ბუთლიაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. „ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, გენაცვალე“,-აცხადებს ბუთლიაშვილი.