პაკისტანში პოლიციასა და ანტიამერიკული ფილმის დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. სამართალდამცავები შეეცადნენ დემონსტრანტებისთვის გზის გადაღობვას, თუმცა დემონსტრატებმა კორდონი გაარღვიეს და პოლიციის პოსტები გადაწვეს.
ქალაქის გარეუბანში იწვის ავტომანქანები და რამდენიმე შენობა, ისლამაბადის ცენტრში შედარებით სიმშვიდეა.
არეულობაა პაკისტანის სხვა ქალაქებშიც-რავალინდში, ლახორში, ყარაჩში. ხელისუფლება იძულებულია მობილური სატელეფონო სადგურების მუშაობა დაბლოკოს.