მამუკა არეშიძე სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობას შეხვდა

მამუკა არეშიძე სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების“ მაჟროტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

სოფელი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. როგორც გარდაბნის რაიონის მაცხოვრებელთა უმეტესობას ყარაჯალელებსაც მოშლილი ინფრასტრუქტურა, მიწის უკანონოდ გასხვისება, უწყლობა და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა აწუხებთ.

ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით. ამ სოფელს 1 100 ჰექტარი მიწა ეკუთვნოდა. დღეს ყარაჯალის მოსახლეობას მხოლოდ 287 ეკუთვნის. დანარჩენი ისე გაასხვისეს უცხო პირებზე ჩვენთვის არავის უკითხავს. მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა. ჩვენზე არავინ ზრუნავს, უკვე არარავისი მჯერა - აცხადებენ ყარაჯალელები

“ძალიან კარგად მესმის თქვენი, რადგან მე ვიცნობდი ამ რაიონს ადრეც და ვხედავ როგორი იავარქმნილია დღეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს თავისი კუთვნილი 1 მილიარდი ჩადოს სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ კვლავაც ააღორძინოთ კერძო მეურნეობები. იგეგმება ასევე მსხვილი კოოპერაციული მეურნეობის შექმნა, სადაც უფასოდ ისარგებლებთ ტექნიკით. აუცილებლად გადაიხედება მიწის საკითხიც და იგი კანონიერად გადანაწილდება სოფლის თითოეულ ოჯახზე.

 მე შესანიშნავად ვიცი და თქვენც მიდასტურებთ, რომ 20 წელია თქვენთვის არამცთუ ისეთი მნიშვნელოვანი არჩევნანის გაკეთების საშუალება, როგორიცაა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, არამედ საკუთარი სოფლის გამგებლის დანიშვნასაც არავინ გეკითხებათ. გადაწყვიტეთ ან ერთად ვიმარჯვებთ 1 ოქტომბერს და ერთად ვიწყებთ რაიონის მშენებლობას, ან ამ რაიონში კვლავას დიდხანს გაგრძელდება ის განუკითხაობა რაც სუფევს“ - განაცხადა  მამუკა არეშიძემ