თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს გამართულ აქციაზე, რომელიც სტუდენტური მოძრაობის „ლაბორატორია 1918"-ის ორგანიზებით ტარდებოდა, ინციდეტი მოხდა.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ხმის გამაძლიერებელში მოულოდნელად დაიყვირა - ძირს პატრიარქი, რასაც გარშემომყოფების მხრიდან აგრესია მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბიჭმა მას ხელი ჰკრა. გოგონა დაეცა, შემდეგ კი უნივერსიტეტის ტერიტორია სირბილით დატოვა.
აქციის ორგანიზატორების განმარტებით, გოგონა სავარაუდოდ აქციის შეწყვეტის შესახებ პატრიარქის მიერ გაკეთებულმა მოწოდებამ გააღიზიანა. ამასთანავე, „ლაბორატორია 1918“-ის წევრები აცხადებენ, რომ არც ის გოგონა, რომელმაც პატრიარქის შესახებ დაიყვირა და არც გამომსვლელი, რომელმაც სტუდენტების გადაწყვეტილება პატრიარქს მიაწერა, მათი წევრები არ არიან.
შეგახსენებთ, სტუდენტებმა აქციები ორშაბათამდე გადადეს. ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ისინი პატრიარქის გადაწყვეტილებას ემხრობიან.
გამომსვლელმა აღნიშნა, რომ დღეს ლოცვის დღეა და აუცილებელია