ირმა ინაშვილი:  ვურჩევ პროკუტურას,- დააპატიმროს ახალაია, მერაბიშვილი, სააკაშვილი და მათი სეიფებიდან ამოიღოს წამების ამსახველი ვიდეომასალები

ირმა ინაშვილი: ვურჩევ პროკუტურას,- დააპატიმროს ახალაია, მერაბიშვილი, სააკაშვილი და მათი სეიფებიდან ამოიღოს წამების ამსახველი ვიდეომასალები

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი მთავარი პროკურატურის მოწოდებასთან დაკავშირებით ბრიუსელიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მოწოდება ,სინამდვილეში,მისი მისამართით და მის წინააღმდეგაა გავრცელებული. მისი ინფორმაციით, ამჟამად მე ხელთ არავითარი ვიდეომასალა არ გააჩნია და შესაბამისად, პროკურატურას ვერაფერს ვერ მიაწვდის.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა ოფიციალური პასუხი გავცე საქართველოს პროკურატურას, რომელმაც დღეს "ადამიანებსა და ორგანიზაციებს" მოუწოდა პატიმართა წამების ამსახველი მასალების გასაჯაროებისკენ.

პირველი- გასაოცარია, რომ მსგავს მოწოდებას ავრცელებს უწყება, რომელიც მეცხრე წელია ქვეყნაში ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის ღია, დაუფარავ ტერორს.

მეორე- ეს მოწოდება ,სინამდვილეში, ჩემი მისამართით და ჩემს წინააღმდეგაა გავრცელებული. ცხადია, ხელისუფლებას აინტერესებს,- მე, გიორგი ფოფხაძესა და მერაბ ბლადაძეს გვაქვს, თუ არა ბაჩო ახალაიას, ივანე მერაბიშვილისა, თუ თავად მიხეილ სააკაშვილის შესახებ მაკომპრომენტირებელი ვიდეომასალა.

ვაცხადებ, რომ ამჟამად მე ხელთ არავითარი ვიდეომასალა არ გამაჩნია და ,შესაბამისად, პროკურატურას ვერაფერს ვერ მივაწვდი. ვიდეომასალა ხელთ აქვს ლადო ბედუკაძის ადვოკატს, უცხოურ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურების უამრავ ჩინოვნიკს, რაც დასტურდება ევროსტუქტურების პირველი პირების განცხადებებით.

ვურჩევ პროკუტურას,- დააპატიმროს ნამდვილი დამნაშავეები, ვგულისხმობ ახალაიას, მერაბიშვილს და თავად სააკაშვილს და მათი სეიფებიდან ამოიღოს წამების ამსახველი ვიდეომასალები.

პროკურატურის თანამშრომლებს კი, შევახსენებ, რომ უამრავი უკანონობა, რომელსაც ისინი მრავალი წლის მანძილზე სჩადიოდნენ და სჩადიან, დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისადაც", - აცხადებს ირმა ინაშვილი.