სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, კარცერები იმოქმედებს, თუმცა მხოლოდ დისიპლინისთის.
„კარცერები გამოყენებული იქნება დისციპლინისთვის და კანონის თანახმად, ყველაფერს ეტაპობრივად მიეხედება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ტუღუშის განცხადებითვე, შედგება იმ თანამშრომლების სია, რომლებიც პატიმართა წამებაში შეიმჩნეოდნენ და შესაბამისი მტკიცებულებების შემდეგ, დაისჯებიან არა მხოლოდ თანამდებობის პირები არამედ, ყველა რიგითი თანამშრომელი.
„გამოცხადდება ახალი თანამშრომლების მიღება და ტრენინგის შემდეგ, მოხდება ჩანაცვლება“, - განაცხადა ტუღუშმა.