საჩხერეს რაიონში არგვეთის თემის საკრებულოს წევრი, ვანო ბუცხრიკიძე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.
ეს გადაწყვეტილება ბუცხრიკიძემ დღეს, საჩხერეში ჩატარებულ მანიფესტაციაზე მიიღო. საჩხერელები საკრებულოს წევრებსა და თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებდნენ.
ამის შემდეგ ვანო ბუცხრიკიძემ დატოვა თანამდებობა და „ქართულ ოცნებასთან“ შეერთების შესახებ განცხადება გააკეთა.