ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი სახლი დათა ახალაიამ და აკაკი მინაშვილმა დატოვეს

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი სახლი დათა ახალაიამ და აკაკი მინაშვილმა დატოვეს

რამდენიმე წუთის წინ დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი დათა ახალაიამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა დატოვეს.

აკაკი მინაშვილმა და დათა ახალაიამ ტერიტორია სხვადასხვა ავტომანქანებით დატოვეს. ისინი შენობიდან ჟურნალისტებისთვის შეუმჩნევლად გასვლას ცდილობდნენ. დათა ახალაიას დაცვა აეფარა, თუმცა ის მედიის წარმომადგენლებმა მაინც ამოიცნეს.

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსთან მანქანების ინტენსიური მოძრაობა დილიდან შეინიშნება.