საქართველოში მიმდინარე პროცესებს უცხოურო მედია ყოველდღიურად აქტიურად ეხმაურება. გლდსანის#8 დაწესებულებაში ნანახმა კადრებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. პატიმართა წამების კადრებს ტელეკომპანია CNN ეხმაურება.
“ველოდებით რომ აჩვენებენ იმ შემზარავ კადრებს, რაც ხდება ციხეებში, როდესაც ზედამხედველების მიერ მოხდა პატიმრების ცოცხებით გაუპატიურება. ეს კადრები დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა, განსაკუთრებით კი მე-9 არხმა გადასცა.
სააკაშვილის განცხადებით, ის რაც მოხდა არის ადამიანის უფლების პირდაპირი შეურაცხყოფა და დამცირება, თუმცა სახელმწიფოს თავის სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია და განაცხადა, რომ პოლიციამ უკვე დააპატიმრა ზოგიერთი მათგანი, ვინც ამოიცნეს კადრებში, თუმცა ნაწილი მიმალვაშია და მათ თანდათან დააკავებს პოლიცია“,-წერს გამოცემა.