წამების კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპატიმროში გამოვლინდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მძიმე ვითარებაზე პატიმრის მამა, მანუჩარ შამუგია საუბრობს.
მისი თქმით, თავისი შვილი სასჯელს ჯერ ზუგდიდის ციხეში იხდიდა, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს. შამუგია აცხადებს, რომ შვილთან გასაუბრება გუშინ მხოლოდ ტელეფონით მოახერხა,რა დროსაც პატიმარმა მისგან დახმარება ითხოვა.
„ჩემმა შვილმა წამების შედეგად დაკარგა ყურთასმენა, ციხეში არსებული მძიმე პირობების გამო დაავადდა ტიპერკულიოზით და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს“, - აცხადებს პატიმრის მამა.
ჯუმბერ შამუგიამ შამუგია ვითარებაში გარკვევისთვის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს მიმართავს. მისი თქმით, მისი შვილს ციხეში 2009 წლიდან აწამებენ, თუმცა დღემდე ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდა.