ვანო მერაბიშვილი შსს - ს  წარმომადგენლებს შეხვდა

ვანო მერაბიშვილი შსს - ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს,  ეკა ზღულაძეს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იმ სამუშაოსთვის, რომლებსაც ისინი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ასრულებენ.

მან ყურადღება გაამახვილა პენიტენციალურ სისტემაში ახალი კადრების აყვანაზე და მათ გადამზადებაზე.

ეკა ზღულაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციას გააჩნია საკმარისი რესურსები და რეზერვი, რათა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შესვლის შემდეგაც განაგრძონ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა.

შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1 ოქტომბერს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე.

მისი განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საკმარისი რესურსი და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგის დაცვა, როგორც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც.