შოთა უტიაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გადაინაცვლა

შოთა უტიაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გადაინაცვლა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის  ზურაბ გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გიორგი ტუღუშის მოადგილედ დაინიშნა.

შოთა უტიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დანიშნა.

მერაბიშვილის  შს მინისტრობისას კი უტიაშვილი შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.