BBC-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთი ახალი ანტაიმერიკული აქციებისთვის ემზადება, ბევრ ქვეყანაში სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენელბი. დღეს პაკისტანის ხელისუფლებამ „მუჰამედის სიყვარულის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ნება დართო საზოგადოებას მშვიდობიანი ანტიამერიკული საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ამ დღეებში არაბული სამყარო ისევ დაიწყებს აქციებს.
მიუხედავად იმის, რომ სპეციალური მიმართვით ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ეს ფილმი ამერიკის ხელისუფლების შეკვეთით არ გადაღებულა, მოსახლეობა ისევ უკიდურესად აღშფოთებულია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ამერიკამ 70 000 ამერიკული დოლარი გადაუხადა პაკისტანის ტელევიზიებს, რათა სარეკლამო დროის ნაცვლად, ობამასა და კლინტონის მიმართვა გაეშვათ.