ამერიკელი ჯარისკაცები, რომელთაც ტექნიკა უკვე გააგზავნეს სახლში, 2 წლის სამსახურის შემდეგ ავღანეთს ტოვებენ. ეს ჯარისკაცები მას შემდეგ შეიყვანეს ქვეყანაში, რაც „თალიბანი“ და „ალ-ქაიდასთან“ დაახლოებული დაჯგუფებები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ.
საერთაშორისო კონტიგენტის მთავარ ამოცანად ამ ეტაპზე ავღანური ჯარის შესაბამისი მომზადება რჩება, რომელთაც მათ შემცვლელად ქვეყნის დასაცავად ამზადებენ.
ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება 68 000 ამერიკელი და 40 000 სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე.