სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, მოკლევადიანი პაემნებით, ამ დროისათვის უკვე 1500 პატიმარი მოინახულეს.
მინისტრის თქმით, გლდანის N-8 საპყრობილეში სულ 3500-მდე პატიმარია და იმისათვის, რომ ყველა პატიმარი მოინახულონ, კიდევ ორი დღე არის საჭირო.
„სულ 3500-მდე პატიმარია ამ დაწესებულებაში და ვისაც სურვილი აქვს, თავის ახლობელს მოინახულებს. მე ვარ გარანტი იმისა, რომ პატიმრების უფლების სისტემურ დარღვევას ბოლო მოეღება", - განაცხადა ტუღუშმა.