სალომე მახარაძე: ახალაიას დაკავების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვის მსგავსი არაფერი ხდება

სალომე მახარაძე: ახალაიას დაკავების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვის მსგავსი არაფერი ხდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის სალომე მახარაძის განცხადებით,  შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვის მსგავსი არაფერი ხდება.

როგორც from.ge - სთან საუბარში მახარაძე აღნიშნავს, მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება იმას,  დატოვა თუ არა უკვე ახალაიამ საქართველო,  მახარაძე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია უკვე მინისტრი აღარ არის და შესაბისად,  იგი არ არის უფლება-მოსილი ისაუბროს იმაზე არის თუ არა ახალაია ისევ საქართველოში.

„ეს ჩემს კომპეტენციაში აღარ  შედის. არამგონია დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა მახარაძემ.

შეკითხვის პასუხად, რომ ის ახალაიას კადრად მოიაზრება და ხომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, მახარაძე აცხადებს, რომ ის მუშაობს და თანამდებობის  დატოვებას არ აპირებს.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით,  ახალაიას დასაკავებლად სპეცოპერაცია იგეგმება.