ფონდი „ქომაგის“ თავმჯდომარე ია მეტრეველი ყველა პატიმრისა და მათი ოჯახების მიმართ თანადგომას გამოხატავს.
„თუ აქამდე თვალები გქონდათ და ვერ ხედავდით, ყურები გქონდათ და არ გესმოდათ, ახლა ხომ დაინახეთ სინამდვილე. მინდა ჩემი ტკივილი და თანადგომა გამოვხატო ყველა პატიმრის და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც დღეს საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასევე, მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს! დაფიქრდით, იგივე მდგომარეობაში თქვენი შვილებიც შეიძლება აღმოჩნდნენ“,- განაცახდა მეტრეველმა.