სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათერდო ტაძარში ქადაგებაზე განაცხადა, რომ არცევნებამდე მშიდად უნდა მივიდეთ.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. არაფერი არ უნდა შეუშალოს ხელი არჩევნების ჩატარებას და ეს არჩევნები არ უნდა იყოს გაყალბებული. ადამიანები უნდა გამოთქვამდნენ აზრს თავისუფლად. არავითარ შემთხვევაში შიში არ უნდა იყოს არცერთ ადამიანში და როგორც თვითონ ფიქრობს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს“, - ბრძანა პატრიარქმა.