რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავების ოპერაცია იგეგმება.
დოლიძის ქუჩაზე ბაჩო ახალაიას სახლთან, ნაციონალური მაუწყებლების გადამღები ჯგუფები იმყოფებოდნენ.
ბაჩო ახალაიამ შს მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაია საქართველოში არ იმყოფება.