რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ზუგდიდში როლანდ ახალიამ კანდიდატურა მოხსნას. როლანდ ახალაია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
მისმა შვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გუშინ მიმართა.
რამდენიმე წუთის წინ ასევე გავრცელდა ინფრომაცია ბაჩო ახალაიას წინააღდეგ დაკავების ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით.