დღეს ქედაში პატიმართა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ქედელებმა ცენტრი გადაკეტეს. "საქართველოში დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. ის დიდიხანია მკვდარია“,-აცხადებენ ისინი.
„ხელისუფლება რომელიც სულ ტრაბახობს თავის მიღწევებსა და რეფორმატორობაზე, დაამტკიცა, რომ მისთვის ადამიანი, გინდა ეს ჩვეულებრივი მშრომელი იყოს, გინდა ინტელიგენტი და მითუმეტესეს პატიმარი, არაფერს არ წარმოადგენს.“,-აცხადებს ანზორ ლორთქიფანიძე.
ქედელების განცხადებით, მათ 2004 წელს მიშას მოსასვლელად ცენტრი გადაკეტეს, ახლა კი მის წასასვლელად გადაკტეს ცენტრი, რადგან ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ამ შემთხვევაში თანამდებობა უნდა დატოვოს.