პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი facebook -ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ არ გადადგეს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა თავდაპირველი საზრუნავი არჩევნებამდე მისვლაა და პრიორიტეტების აღრევა არ უნდა მოხდეს.
„მიშა არ გადადგე! ყველაფერი რაც არჩევნების დროულად და ცივილიზებულად ჩატარებას შეუშლის ხელს ყველაფერი მიშას წისქვილზე ასხამს წყალს. არავითარი სხვა ლოზუნგი ან სხვა მოთხოვნა ... „გადადექით“ და ასე შემდეგ დღეს არ შეიძლება ... ჯერ არჩევნები! შემდეგ კი, ვნახოთ, ვინ უნდა გადადგეს და ვინ გასამართლდეს ... არავითარი აღრევა პრიორიტეტების ... წყნარად მისვლა არჩევნებამდე და იქ საარჩევნო ბიულეტენით ყელაფრის გადაწყვეტა! ეს უნდა იყოს ჩვენი თანმიმდევრული და ერთადერთი მიზანი....
მიშა არ უნდა გადადგეს ... უნდა იჯდეს, სადაც არის, სანამ ჯერ მისი პარლამენტი და მერე თვითონ არჩევნებით არ იქნება გადაყენებული. არ გაბედო გადადგომა!“ - წერს ზურაბიშვილი