მოდის სახლი Chanel -ი ყოველთვის ახერხებს მომხმარებლის გაოცებას. არსებობის არც თუ ისე მოკლე პერიოდში Chanel No.5-მა საკულტო არომატის, სარეკლამო სახეებად სხვადასხვა ეპოქის, ულამაზესი ქალბატონები წარმოგვიდგინა, თავად კოკო შანელი მისი პირველი სარეკლამო სახე იყო.
არაფერს ვამბობთ, მერლინ მონროზე, რომელმაც 1953 წელს ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Chanel No.5-ის ისტორიაში. მან მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ „მხოლოდ ხუთი წვეთი ამ ჯადოსნური ელექსირის, -არის ყველაფერი რასაც ის ღამე ატარებს“.
Chanel No.5-ს დღეს, ახალი სარეკლამო სახე ჰყავს, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, ის მამაკაცია. მამაკაცი, რომელზეც მანდილოსნების 90% შეყვარებულია, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვთ ქალებს, თავად ამ არომატის მიმართ. Chanel No.5ს რეკლამირებას დღეიდან ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი გაუწევს.
ბრედი უკვე ჩაერთო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაწყებულ გადაღებებში, ამ ინფორმაციას Chanel-ის მოდის სახლიც ადასტურებს. როგორც ამბობენ მსახიობმა Chanel-თან გაფორმებული ამ კონტრქტით ძალიან დიდი თნხა მიიღო.
საინტერესოა, თუ როგორი იქნება, Chanel № 5 -ის ქალის არომატის ახალი სარეკლამო კამპანიის სცენარი. ეს ყველაფერი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.