გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმართა ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების ცნობით, მოკლევადიანი პაემნებისთვის რეგისტრაციის პროცესი და პაემნები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პატიმრების ახლობლები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გავლიდან საპყრობილეში შესვლამდე საათობით ლოდინი უწევთ.
პატიმრებთან პაემნები ამ დრომდე გრძელდება. მნახველებს სხვადასხვა ნივთებისა და საკვების ციხეში შეტანა 10:00 საათიდან შეეძლებათ.
ციხის მიმდებარე პერიმეტრს ციხის დაცვასთან ერთად საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.