საზოგადოებრივი მაუწყებლი:   კვესიტაძის განცხადებები წინააღმდეგობაშია  მაუწყებლის ქცევის კოდექსთან

საზოგადოებრივი მაუწყებლი: კვესიტაძის განცხადებები წინააღმდეგობაშია მაუწყებლის ქცევის კოდექსთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის – ეკა კვესიტაძის მიერ სტუდენტთა აქციაზე გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლთან.  ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, სადაც  განმარტავს კონკრეტულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის რომელი მუხლი დაარღვია კვესიტაძემ.

„ეკა კვესიტაძის მიერ სტუდენტთა აქციაზე გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის რამდენიმე მუხლთან.  

 

22.1 სსმ-ის ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა თავიანთი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა არასამაუწყებლო საქმიანობით, ფინანსური ან საინვესტიციო ინტერესებით, ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები.

 22.7 სავალდებულოა აცნობოთ თქვენს უშუალო უფროსს, როდესაც აპირებთ: ჩვენება მისცეთ სასამართლოს; უხელმძღვანელოთ პროფესიული ან კომერციული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საჯარო ფორუმს ან სემინარს; ჩაერთოთ ისეთ საქმიანობაში, რომელიც სავარაუდოდ წინააღმდეგობაში მოვა თქვენს პროფესიულ მოვალეობასთან;

უხელმძღვანელოთ საჯარო პოლიტიკურ ფორუმებს ან გამოჩნდეთ პოლიტიკურ პლატფორმაზე.  არ გამოხვიდეთ მოხსენებით, სიტყვით, ლექციით ისეთი ჯგუფების წინაშე, რომელმაც შეიძლება თქვენი მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს შეიძლება მოხდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენი გამოსვლა შეიძლება რომელიმე ორგანიზაციის ან ჯგუფის მიხნების მხარდაჭერად იქნეს აღქმული“-,ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შეგახსენებთ, დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელის თანახმად , კვესიტაძე სტუდენტების საპროტესტო აქციასა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ უხელმძღვანელა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა მოახერხა აუდიო-ფირზე იმ საუბრის დაფიქსირება, როდესაც ეკა კვესიტაძე სტუდენტებს მოთხოვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ინფორმაციას აწვდის პირველ არხთან დაკავშირებით", ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული უდიოჩანაწერის მიხედვით, ეკა კვესიტაძე სტუდენტებს ურჩევს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობას საინფორმაციო გამოშვების უწყვეტ რეჟიმში გაშვება მოსთხოვოს.

"თქვენ ახლა უნდა მოითხოვოთ, რომ იყოს უწყვეტი საინფორმაციო გამოშვება, ეთერი, თოქ-შოუ, რომელშიც იქნება დარბაზი, ესაა ორი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა, რომ დათანხმდნენ მაღალჩინოსნები პირდაპირ ჩართვებზე. მე პირადად გავაკეთებ ამ ეთერს, სიამოვნებით. მე თქვენს მხარეს ვარ, არანაირად არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება", - აცხადებს კვესიტაძე.