"ყველა ვინც ამ წამების ორგანიზებას ახდენდა, ვინც ახორციელებდა და ვინც თუნდაც რაიმე ფორმით თანამონაწილეობდა ამ არაადამიანურ მოპყრობაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ!!!!- ასე ეხმიანება მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებულ და მედიით გავრცელებულ პატიმართა ცემისა და წამების ფაქტებს.
From. ge გია ხუროშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ყველა ვინც ამ წამების ორგანიზებას ახდენდა, ვინც ახორციელებდა და ვინც თუნდაც რაიმე ფორმით თანამონაწილეობდა ამ არაადამიანურ მოპყრობაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ!!!! იმ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელსაც მეც მივეკუთვნები ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა გაბრაზებული ადამიანი, ( ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა უკვე პოლიტიკურ კუთვნილებას ) საჯარო უნდა იყოს საქმის დეტალები და მაქსიმალურად გამჭირვალე გამოძიება!!! ნურავინ შეეცდება ხელოვნური წყალგამყოფი გადოს საზოგადოების წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით...... არა ძალადობას!!! არა არაადამიანურ მოპყრობას!!!!" წერს ხუროშვილი facebook-ის გვერდზე.