პროფესორთა დაცვის ლიგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას უნივერსიტეტიდან და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან უკანონოდ, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებულ პროფესორებს სოლიდარობას უცხადებს და ამ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს კატეგორიულად სთხოვს მათ აღდგენას თავიანთ თანამდებობებზე 25 სექტემბრამდე.
თუ ეს ასე არ მოხდება მაშინ პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებთან ერთად დაიწყებენ აქციებს სამართლიანობის აღსადგენად.
იმავდროულად კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ მან თავი დაანებოს უნივერსიტეტების შიდა საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, უზრუნვლეყოს მათი რეალური ავტონომია და ფინანური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პროფესორს გააქტიურდნენ და ისწავლონ თავიანთი უფლებების და ქვეყნის ინტერესების დაცვა, შავისა და თეთრის გარჩევა. დღეს გაჩუმება უკვე ბოროტებისთვის ხელის შეწყობის და ჭეშმარიტების ღალატის ტოლფასია.