ერაყული აბუ-გრეიბი- სადამის წამების ცენტრი

ერაყული აბუ-გრეიბი- სადამის წამების ცენტრი

აბუ- გრეიბის ციხე ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.ეს ციხე სადამ ჰუსეინის პირადი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და მასში სწორედ იმ დამნაშავეებს ათავსებდნენ, რომლებსაც ადგილობრივ რეჟიმთან „პირადი შეუთავსებლობა“ ჰქონდათ. მარტო 1984 წელს აბუ-გრეიბის ციხეში 4000-მდე ერაყელი დახოცეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სადამ ქემელი პირადად იღებდა მონაწილეობას პოლიტმატიმრების წამებაში. ამ ციხეს მსოფლიოში სადამის წამების ცენტრსაც უწოდებდნენ.

ციხე გაყოფილი იყო ე.წ „დახურულ“ და „ღია“ ნაწილებად. დახურულ ნაწილში შიიტ პოლიტმატიმრებს ამყოფებდნენ, რომლებსაც გარე სამყაროსთან კონტაქტი ეკრძალებოდათ.  სპარსეთის ყურის ომის პერიოდში, ამერიკელ ტყვეებს სწორედ აბუ-გრეიბის ციხეში აგზავნიდნენ.

გაეროს დამკვირვებლის მაქს ვან დერ სტულის მონაცემებით, 1997 წელს, ე.წ „ციხის გათავისუფლების“ მიზეზით, პოლიტპატიმრების მასიობრივი დახვრეტა მოახდინეს, სტულის მონაცემებით, ამ პერიოდში 1500 ადამიანი დახოცეს.