საათნახევრიანი მსვლელობის შემდეგ სტუდენტთა აქცია ამჯერად ე.წ. მოდულის შენობასთან გაგრძელდა. მოდულის შენობასთან დაახლოებით ათასობით სტუდენტია შეკრებილი, რომლებიც ბაჩო ახალაიას გადადგომას და ყველა პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.
სტუდენტებმა აქცია თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან დაიწყეს, შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლეს, ეხლა კი მოდულის შენობასთან იმყოფებიან.
გზად სტუდენტებს მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებდა, რის ნიშნადაც ბინების ფანჯრებიდან ცოცხები გადმოფინეს.
აქციას პატიმრების მშობლებიც შეუერთდნენ.