ბრიტანეთში მყოფია ქართული ემიგრაცია საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული, პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ და დღეს ყველამ ვიხილეთ ის გაუგონარი და წარმოუდგენელი ძალადობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება, უმაღლესი ეშელონების დაკვეთით საპატიმროებში ანხორციელებს.
შეუძლებელია ამის მშვიდად ყურება. ისინი სიტყვით დემოკრატიას და ადამიანის უფლებების პრიმატს ღაღადებენ და საქმით კი ჩვენს ძმებს, მამებს და შვილებს არაადამინური წამების ქვეშ ამყოფებენ.
დღეს როგორც არასოდეს დიდ ბრიტანეთში მყოფი ემიგრანტები ერთ მუშტად ვართ შეკრულები. პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან მოიწევს ხალხი ლონდონში, რომ ერთად დავგმოთ ეს აუტანელი სადიზმი. ემიგრაციის დიდი ნაწილი სულ ახლახანს შევიკრიბეთ ლონდონში პარლამენტის წინ და ჩვენი მხარდაჭერა და ნდობა გამოვუცხადეთ ძალას, რომელსაც შეუძლია ყველა სფეროში რეალური სასიკეთო ცვლილებების განხორციელება, რომელიც არ დაუშვებს მსგავსი სახის ძალადობას და ადამიანის ასეთ გაუგონარ დონეზე დამცირებას!
დღეს, 20 სექტემბერს, 12 საათზე ჩვენ კვლავ ვიკრიბებით ლონდონში, ამჯერად საქართველოს საელჩოს წინ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი და დღევანდელ ხელისუფლებას ვაჩვენებთ ჩვენს გაბრაზებას. ვაჩვენებთ იმასაც, რომ არასოდეს მივატოვებთ ჩვენს ძმებს გაჭირვებაში, ჩვენს ღირსებასთან ერთად ყოველთვის დავიცავთ მათ ღირსებას და ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, გავაკეთებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ადამიანების დაჩაგვრის, დამცირების, შეურაცხყოფის დრო. ამის მოთმენა და დათმენა წარმოუდგენელია!-“ ნათქვამია ბრიტანეთში მყოფი ქართული ემიგრაციის მიერ გავრცელებულ