პოპ დივა მადონამ მორიგი კონცერტის დროს, ლედი გაგას მისამართით ირონიული რეპლიკა ისროლა. სცენის დედოფალმა მისი პლაგიატობა კომპლიმეტად მიიღო და კონცერტზე, რომელიც ნიუ ჯერსიში ჩატარდა, სცენაზე აღნიშნა, რომ ლედი გაგამ ამ გზით მას საუკეთესო კომპლიმენტი გაუკეთა.
„მე მიყვარს ის, ვგიჟდები მასზე“- განუცხადა მან თაყვანისმცემლებს და დასძინა, რომ ისინი სცენაზე მალე ერთად გავლენ. განცხადების ბოლოს მადონამ ლედი გაგას სიმღერაც მიუძღვნა. ზუსტად არვინ იცის, ამ ორი პოპვარსკვლავის ფანების დიდი ხნის ნანატრი დუეტი, მართლა შედგება, თუ ეს მადონას მორიგი ეპატაჟი იყო.
სხვათა შორის, მადონამ პირველმა გამოთქვა სურვილი ორი წლის წინ, ლედი გაგასთან ერთად სცენაზე გამოჩენაზე, თუმცა მაშინ მომღერალმა მას სრული იგნორით უპასუხა.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ ლედი გაგამ საზოგადოებას შესთავაზა ჰიტი „Born this way“. მაშინ ბევრი დარწმუნებული იყო, რომ სიმღერის მოტივი ძალიან ჰგავდა მადონას ერთ-ერთ ცნობილ კომპოზიციისას - „Express Yourself“. თუმცა, თავად პოპ-მუსიკის დედოფალმა გაჩუმება ამჯობინა.
მოგვიანებით მადონამ მისთვის დამახასიათებელი ირონიული ტონით და სითამამით ლედი გაგას პლაგიატობაში დასდო ბრალი: „ჩემი შეხედულებით, ეს ჩემი სიმღერის არაჩვეულებრივი რიმეიკია... ჩემთვის ნაცნობია აკორდების ეს თანმიმდევრობა... დიახ... ძალიან საინტერესოა“ -ამბობდა პოპვარსკვლავი.
უნდა აღნიშნოს, რომ ეპატაჟური მადონას ეს ბრალდება გაგამ მტკივნეულად განიცადა: „სისულელეა. სიმღერებს შორის საერთო არაფერია, მითუმეტეს აკორდების თანმიმდევრობა. მე მხოლოდ, ჩემს სიმღერებში გამოყენებულ თემებს გადავუხვიე და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს პლაგიატობაა. ეს ნიშნავს, რომ მე ძალიან ჭკვიანი ვარ“-აცხადებდა არანაკლებ ეპატაჟური ლედი.
საინტერესოა, რატომ გაიხსენა მადონამ მივიწყებული კონფლიქტი, ახალი ალბომის „MDNA“-ს მხარდამჭერ ტურნეზე, თუმცა მადონამ ამ ტურნეზე იმდენი „საოცრება“ ჩაიდინა, რომ ეს უწყინარი ირონია, არც არავის გაჰკვირვებია.