სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეები, რომლებმაც მთავრობის სახელმწიფო კანცელარიისკენ მსვლელობა მოაწყვეს, უკვე დანიშნულების ადგილას იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებასა და პატიმართა ცემის ფაქტებში მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
აქციაზე ორგანიზატორებს პატიმართა წამების სიმბოლურ დატვირთვად თან ცოცხები აქვთ.
„ეს ცოცხი მიხეილ სააკაშვილის სიმბოლო არის“, - აცხადებენ ისინი.
აქციის მონაწილეებს აღნიშნული ცოცხები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში შეაქვთ.