ჰოლივუდის ცნობილი წყვილი ემა სტოუნი და ენდრიუ გარფილდი მათი სხვა კოლეგების მსგავსად, მუდმივად პაპარაცთა „დევნის“ პროცესში იმყოფებიან. სხვებისგან განსხვავებით, წყვილმა ორიგინალურ ხერხს მიაგნო და მოიფიქრა, თუ როგორ გამოეყენებინათ ეს „დევნა“ სასიკეთოდ.
წყვილმა პრესის გამძაფრებული ყურადღება საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენა. რესტორნიდან გამოსულებსტრადიციულად კარებთან ფოტოგრაფები ელოდნენ. მათთვის წყვილმა სიურპრიზი მოამზადა მუყაოზე დაწერილი ტექსტების სახით, რომელიც წყვილს სახეზე ჰქონდა აფარებული.
წარწერები მუყაოზე შემდეგი შინაარსის იყო: „სადილობისას შევიტყვეთ, რომ გარეთ გველოდებოდით, ვიფიქრეთ, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება და პრესის ყურადღების საქველმოქმედო ორგანიზაციებისკენ მიპყრობა შეიძლებოდა. მათ მართლა სჭირდებათ და იმსახურებენ ამას!“
ემამ და ენდრიუმ ამ წარწერის დაფიქსირების შემდეგ მუყაოს ქაღალდი შეატრიალეს, მეორე მხარეს კი მასზე კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაციების ელექტრონული მისამართები ეწერა.
ემა დიდი ხანია კიბოს საწინააღმდეო კამპანიაშია ჩართული. ცნობილია, რომ მსახიობის დედა, წლების განმავლობაში ებრძოდა ამ სენს და საბედნიეროდ მისი დამარცხება შეძლო.
ემა სტოუნმა და ენდრიუ გარფილდმა ერთმანეთი „დამიანი-ობობას“ გადაღებებზე გაიცნეს, ისინი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან.