გლდანის N-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას.
სავარაუდოდ, დავით აკობია ისარგებლებს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით", - აღნიშნულია განცხადებაში.