გლდანის N-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მყოფი, აფხაზეთის ომის ვეტერანის, გია შიოშვილის განცხადებით, საპყრობილეში პატიმრებს წყალი არ მიეწოდებათ.
როგორც შიოშვილმა From.ge-ს განუცხადა, ამის შესახებ მას მამაომ განუცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ საპატიმროში იმყოფებოდა. მისივე ცნობით, ამოლუქულია ფანჯრებიც და გამორთულია რადიოსაშუალებები.
„ამის გამო აღელვებული მშობლები მიაწყდნენ კარებს, რომელიც გადაკეტილი იყო. დაცვის მიზნით გამოვიდნენ ჯარისკაცები და შესასვლელი სისტემა გაამაგრეს. აღელვებული მშობლები კი მათ ამ საქციელს სამარცხვინოს უწოდებდბენ“, - განაცხადა მან.
გლდანის N-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 500 -მდე მშობელია შეკრებილი.