ამომრჩეველთა ლიგა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული, პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
„მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ძალადობისა და ადამიანის წამების ფაქტები არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალადობამ და სისასტიკემ მიიღო სისტემატიური ხასიათი.
მერაბიშვილის და ახალაიების დანერგილმა ძალადობისა და წამების მეთოდებმა უფრო და უფრო უმოწყალო ხასიათი მიიღო. ძალადობა ფაქტები სისტემური ხასიათისაა და არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ცალკეული შემთხვევები.
ეს არის დღევანდელი ხელისუფლების, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკა და დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასათანადო, არა ადეკვატური და დროში გაწელილი რეაქცია ფაქტებზე იწვევს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების წახალისებას.
საქართველოს ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეპრესიულ რეჟიმად, ის საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს“- ნათქვამია ლიგის მიერ გავრცელბულ განცხადებაში