"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პატიმრების სოლიდარობის მიზნით რუსთავის #6 სასჯელაღსრულების და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ყველა პატიმარს და გმობენ გლდანის მე-8 დაწესებულებაში და ზოგადად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ცემის, წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს.
ისინი სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებასთან საყვირებით მივიდნენ და სკანდირებდნენ: „ძირს ძალადობა", „არ აწამო", „იწამე ადამიანი", "ძირს ტირანია".
სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულებიდან აქციის მონაწილეებმა გეზი კვლავ #16 დაწესებულებისაკენ აიღეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს პერმანენტულად ისინი არ შეწყვეტენ მთელი დღის განმავლობაში რუსთავში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან საპროტესტო აქციის გამართვას.