რომან კაკულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე: ერთადერთი შესაძლებლობა არის გაყინული კონფლიქტი

რომან კაკულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე: ერთადერთი შესაძლებლობა არის გაყინული კონფლიქტი

დღეს რუსეთი ამერიკისთვის საფრთხე არ არის და ის იდეაც, რომ ევროპისთვისაც საფრთხეა, დღეს ესეც გასაგებია, რომ რუსეთს ამის რესურსი არ აქვს, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

„ის იდეაც, რომ აუცილებლად დამარცხდეს უკრაინაში რუსეთი, აღარ არის პოპულარული“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს მას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, კაკულიამ აღნიშნა, რომ აქ ერთადერთი შესაძლებლობა არის გაყინული კონფლიქტი.

„პუტინს გაცხადებული აქვს, რომ ის არავითარ მოლაპარაკებებზე არ დაჯდება თუ ორი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული და ეს მოთხოვნებია: უკვე ოკუპირებული რეგიონები გახდეს რუსეთის საკუთრება, ყირიმთან ერთად და უკრაინა ნეიტრალურის სტატუსით მომავალში. პუტინი ამბობს, რომ ამის გარეშე ის მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება. ტრამპს რომ ჰკითხეს, ეს მისთვის მისაღებია თუ არა, მან განაცხადა, რომ მიუღებელია. ე.ი გამორიცხულია, რომ ჩვენ ზედმეტი ილუზიები გვქონდეს, რომ აქ რაღაც მოლაპარაკება შედგება. ერთადერთი არის გაყინული კონფლიქტი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.