საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობისთვის მომდევნო 4 წელიწადში 200 ტრაქტორს, აგრეგატს და კომბაინს შეიძენს.
პრემიერმა დღეს ის 200 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა, რომელიც რეგიონებში უნდა გადანაწილდეს.
„ამ ტექნიკით ჩვენი სოფლის მეურნეობის სადგურები გამდიდრდება, თუმცა, ამაზე არ გავჩერდებით. ვაპირებთ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რიცხვი ყოველწლიურად გავზარდოთ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ტექნიკაზე დასაქმებული ახალგაზრდები ახალი თაობის მექანიზატორები არიან, ამიტომ მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სკოლა შეიქმნება.
„ვაპირებთ, შევქმნათ ძალიან კარგი სკოლა, რათა ამ ადამიანებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ და მსოფლიოში არსებული ყველაზე თანამედროვე ტექნიკა აითვისონ. ქართულმა სოფელმა აღნიშნული ტექნიკით მეტი სარგებელი უნდა მიიღოს“, - განაცახდა მერაბიშვილმა.