საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მათ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტუმრებს მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარების მოლოდინი აქვთ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ არჩევნების შედეგები შეფასდება არჩევნების დღეს მიცემული ხმების და არა ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობით.
სტუმრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან საქართველოს ინტეგრაციისადმი.