თსუ-ს სტუდენტთა გაერთიანება „ლაბორატორია 1918" წევრებმა სახელმწიფო უნივერისტეტის მეექვსე კორპუსიდან მესამე კორპუსში გადაინაცვლეს და საპროტესტო აქციას ამჯერად იქ მართავენ.
აქციის მონაწილეები სტუდენტებს თანადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი უნივერსიტეტიდან ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
აქციის მონაწილეებმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად ანდრო ბარნოვის დანიშვნაც გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნული ფაკულტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ ლევან ჩოხელსაც მიმართეს თანამდგომისთვის. თუმცა ჩოხელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმით პროტესტის გამოხატვა მისთვის მიუღებელია.