33 წლის ინგლისელი სუპერმოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი კელი ბრუკი, 2013 წლის ოფიციალური კალენდრის ფოტოსესიაში საინტერესო ფორმით გამოჩნდა.
გოგონა ნახევრადშიშველია და მოტოციკლეტზე საცურაო კოსტიუმისა და მაღალი ქუსლების ამარა პოზირებს.
ფოტოები, როგორც ყოველთვის შესანიშნავი გამოვიდა. კელი მიმზიდველი და სექსუალურია, ის მუდამ ფორმაშია, და აღნიშნავს, რომ ამისათვის დიეტას არასდროს მიმართავს.
გოგონას თქმით, წონის დასარეგულირებლად არასდროს სტუმრობს სპორტდარბაზებს და არც საკვებისგან იკავებს თავს. „ერთადერთი, რაც ფორმის, სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარება, ეს რეგულარული სექსია. საერთოდაც ვფიქრობ, რომ არაპროპორციული ტანი მაქვს, მკერდი მაქვს ძალიან დიდი ზომის, არა და ოპერაცია არასდროს გამიკეთებია, როგორც ჩანს მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ჩემი ასეთი სხეული და ეს მეც მსიამოვნებს, რა თქმა უნდა.“-ამბობს კელი.
ის დარწმუნებულია, რომ მის გულშემატკივრებს ამ გზით სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა. ისინი კი, თავის მხრივ მოუთმენლად ელიან როდის გამოჩნდება გაყიდვაში ახალი კალენდარი.
კელიზე მამაკაცები მართლა კარგავენ ჭკუას, ამის დასტური კანის გასული წლის ფესტივალზე მომხდარი ინციდენტი იყო, როდესაც მოდელს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მამაკაცმა ერთი ღამის სანაცვლოდ მას მილიონი დოლარი შესთავაზა.
ეს იყო 30 წლის ფრანგი ბიზნესმენი, რომელიც მასთან პირდაპირ წითელ ხალიჩაზე მივიდა, სახალხოდ გამოხატა მისდამი სიმპათია და თავისი წინადადება უფრო დამაჯერებელი რომ გაეხადა, მილიონიანი ჩეკი იქვე გამოწერა.
თავიდან კელის ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა, თუმცა შემდეგ ბიზნესმენის გაყვანა დაცვის წევრებს მოუწიათ.