თბილისში ვიზიტით მყოფი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, კოალიციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტით დაინტერესდა“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მათთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, მინისტრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
„მათ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ პატივს სცემენ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს. ისინი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ კოალიციის ხედვით დაინტერესდნენ. დავუსაბუთეთ, რომ ჩვენი სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. მათ დააზუსტეს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ჩვენი ხედვაც“ - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოში მყოფი ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ლიტვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებშიეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას ხვდებიან. დაგეგმილია მათი შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.