კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გასული გადაცემა „აქცენტები“ და მასში კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, ჯანსაღი კამათის დემონსტრირება იყო.
„დიდი ხანია მედია სივრცეში ასეთი ცოცხალი საინტერესო და ჯანსაღი კამათი არ მინახავს. გადაცემა ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, მაყურებლებმა, რომლებმაც თავიდანვე დაიწყეს გადაცემის ყურება, ბოლო წუთამდე უყურებდნენ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.