საქართველოში სარფის გზით გავლით დღეს დაბრუნებულმა ქართველმა ემიგრანტებმა, ბათუმის იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს.
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ მათ წაერთვათ არჩევნებში ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება. მათივე თქმით, არ მიეცათ 1-ელი ოქტომბერის არჩევნებში ხმის მისაცემად დარეგისტრირების საშუალება, რის გამოც საქართველოში ჩამოვიდნენ.
„მომცენ საშუალება დარეგისტრირების. გვეუბნებიან, რომ რეგისტრაცია დამთავრებულია, რაღაც პრობლემებია, ამ დროს არ არსებობს პრობლემები. ჩვენი იურიდიული უფლებაა ხმის მიცემა. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა გადავწყვიტეთ ერთ ქვეყანაში შევკრებილიყავით. სტამბული ავირჩიეთ, რადგან ყველასათვის ხელსაყრელია. თეფშებიც აქვე შევიძინეთ 77 დოლარად. ახლობლებს უნდა ვაჩუქოთ. 21-ე საუკუნეში ყველა ნორმალურმა ადამიანმა იმას უნდა უყუროს, რაც სურს და მოსწონს. პირადად არაფერი მიჭირს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიცხოვრო. ამდენი ხალხის ყურება, რომელსაც საჭმელი და წამალი არ აქვს, არ შემიძლია. არ მაქვს საშუალება, ყველას დავეხმარო. საავადმყოფოდან მირეკავენ ხოლმე 200 ევრო მასესხო იქნებაო, ეს წარმოუდგენელია, გული მტკივა", - აღნიშნა ავსტრიაში, ვენის ბურგთეატრში მოღვაწე მსახიობმა და მომღერალმა მაია სასწრაფოშვილმა.
ბათუმის იუსტიციის სახლთან ემიგრანტების აქციას კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები და ემიგრანტების ახლობლებიც შეუერთდნენ. "ქართული ცონების" წევრები აღნიშანვენ, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება კონსტიტუციით დაცულია, თუმცა ემიგრანტებს სხვა ქვეყნებში ეს უფლება შეუზღუდეს.
დღეს დილით, სარფის საზღვარი ორი ავტობუსით 100-ზე მეტმა ემიგრანტმა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადმოლახა.
ემიგრანტების რამდენიმე ავტობუსს სარფში ხვალისთვისაც ელოდებიან.