გერმანიაში ფილმ „ისლამის უცოდველობის“ ჩვენება აიკრძალება, რომელსაც მსოფლიოში მუსლიმთა საპროტესტო ტალღის აგორება და ძალადობების მთელი სერია მოყვა. განცხადება ფილმის ჩვენების აკრძალვის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სკანდალური ფილმის ღია ჩვენებას არ დაუშვებს.
გერმანიის ძალოვანი უწყების პირველმა პირმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ-ერთმა მემარჯვენე რადიკალური ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას და ქვეყანაში ამერიკელი პასტორის ტერი ჯონსის მოწვევას გეგმავდა. ეს ის პასტორია, რომელმაც მუსლიმთა წმინდა წიგნი, ყურანი დაწვა.
მედიის ინფორმაციით, ფილმის „ისლამის უცოდველობა“, პასტორი ჯონსი აქტიურად მონაწილეობდა.
გერმანიის შს სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამერიკელ პასტორს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.