ტოკიომ და ვაშინგტონმა დღეს, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ იაპონიის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინაღო თავდაცვის კიდევ ერთი ელემენტი განთავსდება. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის შეფმა, ლეონ პანეტამ გააკეთა.
ახალი რადიოლოკაციური სადგურის განთავსების ზუსტ ადგილზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან.
პანეტას განცხადებით, ეს შეთანხმება ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე სარაკეტო საფრთხისაგან აშშ-ის და იაპონიის დაცვას შეუწყობს ხელს.
ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ვაშინგტონისა და ტოკიოს მტკიცების მიუხედავად, თითქოს რაკეტსაწინაღო სისტემა ჩინეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს გადაწყვეტილება პეკინს გააღიზიანებს.
ერთობლივი რაკეტსაწინაღო სისტემის შექმნაზე აშშ და იაპონია წლების განმავლობაში მუშაობდნენ.