შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მერაბ ოქრიაშვილი დააკავეს.ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
შსს-ს ინფორმაციით, ოქრიაშვილი ავტომანქანა „ტოიოტა პიკაპით" გიორგი დავითაშვილის კუთვნილ „ბმვ“-ს მარკის ავტომობილს რამდენჯერმე განზრახ შეეჯახა. მათივე ცნობით, შემთხვევა ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩა N63-თან მოხდა.
„ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.