„კოალიციამ საქართველოს მასშტაბით, არანაკლებ 50 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა გაიყვანოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მართალია, ხელისუფლება კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცუდი მხრიდან ჩვენებას ცდილობს, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს.
„აუცილებლად კარგი დასკვნა და არჩევანი უნდა გააკეთოთ არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ ჩვენს მხარდასაჭერად. ჩვენ არანაკლებ 50 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა გავიყვანოთ საქართველოს მასშტაბით და ამით ძალიან შთამბეჭდავ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს", - განაცხადა ივანიშვილმა.