„ჩვენ დამოუკიდებელ, განათლებულ, პროგრესულ ქვეყანაში ცხოვრება გვსურს. სწორედ ამიტომ ემტერება ეს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ახალციხეში შეკრებილ საზოგადოებასთან სიტყვით მიმართვაში გააკეთა
მისი თქმით, დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა, რომელიც კულტურასა და განათლებას მოაქვს ყოველთვის აშინებს შიდა თუ გარე მტერს. ივანიშვილის განმარტებით, სწორედ ამ თავისუფლებას ებრძვის ხელისუფლება დღეს.
„ჩენ არ გვინდა კომპიუტერით შეიარაღებული და აშენებულ ბატონყმობაში დაბრუნება. ჩვენ დამოუკიდებელ, განათლებულ, პროგრესულ ქვეყანაში ცხოვრება გვსურს. ეს ყოველთვის ჩვენი ტრადიცია იყო და ჩვენ ამის ერთგულნი უნდა დავრჩეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა დღესვე საზოგადოებას არჩევნებზე აქტიური მონაწილეობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ვიცი რომ ჩვენი წარსულით ამაყობთ, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა თქვენთვის. მინდა ყოველი თქვენგანი თავისი ცხოვრებითა და ოჯახით იყოს ამაყი. მომეცით შანსი, რომ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მოგცეთ. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება.რომელსაც ვერც თავს აპატიებთ და არც შვილები გაპატიებენ. ამიტომ ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად შემოვხაზოთ 41“, - განაცხადა ივანიშვილმა.